იესო ქრისტე დევნის ეშმაკებს ბიბლიის მუხლები

მათეს 4:10
იესომ კი უპასუხა: ,,განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.

ლუკას 11:14-15
და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.  ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.

მათეს 8:16
მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.

მარკოზის 1:34
ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.

ლუკას 1:41
ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!” ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.

მარკოზის 1:39
დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.

ლუკას 13:32
უთხრა მათ: ,,წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღეს და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.

ლუკას 4:34
,,რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ”.

მათეს 8:31-32
ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: ,,თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი”. 32 უთხრა მათ: ,,წადით!” ისინიც გამოვიდნენ და ღორებში შევიდნენ. და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და წყალში დაიღუპა.

მარკოზის 5:8
რადგან ეუბნებოდა მას იესო: ,,გადი ამ კაცისგან, არაწმიდა სულო!”

ლუკას 8:29
რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.

მარკოზის 9:25
როგორც კი დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბოდა და გროვდებოდა, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: ,,უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ დაბრუნდე მასში!”

მარკოზის 7:26
წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.

მათეს 9:33-34
როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში.  ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.

მარკოზის 16:9
კვირის პირველი დღის დილას, მკვდრეთით აღმდგარი პირველად მარიამ მაგდალელს ეჩვენა, რომლისგანაც ადრე შვიდი ეშმაკი განდევნა.

მათეს 12:24
ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.

მათეს 12:26-28
თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?  თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი.  მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.

მარკოზის 3:22
იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ, ბელზებელი ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნისო ეშმაკებს.

ლუკას 11:18-20
თუ თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა სატანა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? რადგან ამბობთ, რომ ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.  თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.  ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!

Advertisements