იესო ქრისტე, ძე ღვთისა ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 15:28
და როცა ყოველივეს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.

ფსალმუნები 2:7
გიამბობ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;

ებრაელთა 1:5
ვინაიდან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ოდესმე: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ.” ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე”?

მათეს 3:17
აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.”

მათეს 17:5
ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!”

მარკოზის 1:11
დდა ციდან იყო ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.”

იოანეს 1:14
სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა.

1 იოანეს 4:10
ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად.

იოანეს 14:13
რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.

იოანეს 5:19
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.

იოანეს 5:26
რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.

მარკოზის 14:61
ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?”

მარკოზის 5:7
ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”

ლუკას 8:28
როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო მაღალი ღვთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ.”

Advertisements