იესო ქრისტე უცოდველია ბიბლიის მუხლები

1 პეტრე 2:22
რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;

2 კორინთელთა 5:21
ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

ლუკას 1:35
მიუგო ანგელოზმა პასუხად: ,,სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.

1 იოანე 3:5
ოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.

მათეს 27:24
როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: ,,უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.

იოანეს 19:4
პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: ,,აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.

იოანეს 8:29
ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.

ესაია 53:9
ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე.

1 პეტრე 1:18-19
რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,  არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

Advertisements