იესო ქრისტეს დამოკიდებულება რჯულზე ბიბლიის მუხლები

მარკოზის 7:5
ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემის მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით?”

მათეს 15:2
„რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”.

მაეკოზის 7:6-8
მაგრამ კვლავ არაფერს პასუხობდა იესო; და გაოცდა პილატე.  დღესასწაულებზე მათ თითო პატიმარს უთავისუფლებდა ხოლმე, რომელსაც სთხოვდნენ.  იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.  მოსულმა ხალხმა იმის თხოვნა დაუწყო, რასაც პილატე ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ.

მათეს 15:7-9
თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:  ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.  ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.

ესაია 29:13
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.

მარკოზის 7:10-13
მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო.  თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: „კორბან” – ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო,  აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის. ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.

მათეს 15:3-6
მიუგო მათ პასუხად: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო? რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.  თქვენ კი ამბობთ: თავისუფალია თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, შესაწირიაო, რითაც უნდა დაგხმარებოდი,  ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას; და გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემების გამო.

მარკოზის 12:38-39
ამბობდა თავის მოძღვრებაში: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;  სინაგოგებში – წინა რიგები და ნადიმებზე – საპატიო ადგილები.

ლუკას 20:45-46
და მთელი ხალხის გასაგონად უთხრა თავის მოწაფეებს:  „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მისალმებანი, სინაგოგებში წინა რიგებში და ნადიმებზე საპატიო ადგილებზე ჯდომა;

მარკოზის 2:23-24
ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.  უთხრეს ფარისევლებმა მას: „აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?”

მათეს 12:1-2
იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.  დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.

ლუკას 6:1-2
ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.  ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”

მათეს 12:8-10
რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.  წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა.  და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?

ლუკას 6:5-7
და უთხრა მათ: „შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.  მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.  მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.

ლუკას 6:9
იესომ უთხრა მათ: „მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”

მარკოზის 3:4
მათ კი მიმართა: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სულის ხსნა თუ დაღუპვა?” ისინი დუმდნენ.

მათეს 12:11-12
მან კი უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?  ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”.

მათეს 5:17
არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.

ლუკას 13-10-17
შაბათს ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.  და აჰა, დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით იყო შეპყრობილი; დაკრუნჩხული, წელში ვერ იმართებოდა.  დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: „დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისგან”.  დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.  სინაგოგის უფროსი კი გაჯავრდა, შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება; ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს – არა”.  უფალმა კი უთხრა პასუხად: „თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?  ეს კი აბრაჰამის ასულია, რომელიც აგერ უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრა სატანამ. განა არ შეიძლებოდა ამ ხუნდებიდან შაბათ დღეს მისი გათავისუფლება?”  როცა ამას ლაპარაკობდა, მის ყველა მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილი დიდებული საქმეების გამო.

მათეს 5:27-28
გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.  მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

მათეს 5:18-19
ეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.  მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.

მათეს 22:37-39
უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.  ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.  და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

მარკოზის 12:29-34
იესომ მიუგო: „უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.  შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.  მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.  უთხრა მას იმ მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი, ვინაიდან ღმერთი ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,  და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”. იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.

ლუკას 10:29-37
მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და ჰკითხა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?”   მიუგო იესომ და უთხრა მას: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხოს მიდიოდა; თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ; ის კი ნახევრადმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.  ლევიანმაც ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მანაც გვერდი აუქცია.  მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეებრალა.  მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა.  მეორე დღეს, სანამ წავიდოდა, ორი დინარი ამოიღო, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო.  როგორ ფიქრობ, იმ სამიდან რომელი იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?”  უპასუხა: „რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი”.

ლუკას 16:16
რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; ხოლო მას მერე ღმერთის სამეფო იქადაგება და ყველანი ძალისხმევით შედიან მასში.

ლუკას 2:41-51
მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში.  თორმეტი წლის რომ გახდა, ისინი ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე ავიდნენ იერუსალიმში.  დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა, იოსებმა და დედამისმა კი ეს არ იცოდნენ.  ეგონათ მგზავრთა შორის არისო. ერთი დღის გზა რომ გაიარეს, მაშინღა დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის.  რომ ვერ იპოვეს, გაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.  სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.  მსმენელთაგან ყველას აოცებდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.  რომ დაინახეს, გაოცდნენ; უთხრა დედამისმა: „ასე რად მოგვექეცი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით”.  უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისაა, იმაში უნდა ვიყო?”  მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი ნათქვამი.  გაჰყვა მათ და ნაზარეთში დაბრუნდა; ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.

Advertisements