იესო ქრისტეს ძალის გამოხატულება ბიბლიის მუხლები

იოანეს 1:3
დებმა კაცი გაუგზავნეს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავადაა.

კოლასელთა 1:16
ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.

ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

ესაია 63:1
ვინ არის ეს, ედომიდან მომავალი, მეწამული სამოსლით – ბოცრადან? ასე დიდებული თავის სამოსელში, გამომავალი თავისი დიადი ძალით? “ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, შემძლე ვარ ხსნისა.

ლუკას 4:32
გაოცებულნი იყვნენ იესოს მოძღვრებით, რადგან ძალაუფლებიანი იყო სიტყვა მისი.

მათეს 8:7
ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?

საქმეები 5:31
იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.

იოანეს 5:21
რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც – აცოცხლებს მას, ვინც სურს.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს.

კოლასელთა 2:14
გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.

1 იოანეს 3:8
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.

Advertisements