იესო ქრისტეს ღვთაებრიობა ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 1:8
ხოლო ძეზე: ,,შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.

ტიტე 2:13
ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,

რომაელთა 9:5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.

1 იოანე 5:20
ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რა­თა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.

იოანეს 20:28
მიუგო თომამ და უთხრა მას: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”

კოლასელთა 2:9
ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;

იოანეს 1:1
დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

იოანეს 5:23
რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.

იოანეს 10:33
უთხრეს იუდევლებმა: ,,კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი”.

მარკოზის 10:18
ხოლო იესომ უთხრა: ,,რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა – ღმერთისა.

მარკოზის 2:5-10
მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: ,,შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!”  ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა: ,,რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”  იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: ,,რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?  რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?  ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:

Advertisements