იესო ქრისტეს სახელით ბიბლიის მუხლები

მათეს 24:5
ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.

საქმეები 24:5
ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.

მარკოზის 9:38-40
უთხრა იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება და დავუშალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვყვება”. იესომ უთხრა: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, აგრე იოლად ვერ იტყვის აუგს ჩემზე. ვინაიდან ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.

მარკოზის 16:17
მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან და ახალი ენებით ილაპარაკებენ.

ლუკას 10:17
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და ამბობდნენ: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან”.

მათეს 7:22
ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?

საქმეები 4:10
დაე, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენ წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, თქვენ რომ აცვით ჯვარს, ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა.

საქმეები 4:12
სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”.

საქმეები 18:5
ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.

მარკოზის 9:37
„ვინც ჩემი სახელით ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს, ის მე მღებულობს. ხოლო ვინც მე მღებულობს, ის მე კი არ მღებულობს, არამედ ჩემს მომავლინებელს”.

მათეს 18:20
ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.

იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.

საქმეები 3:6
უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ – იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!”

საქმეები 3:16
მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და იესოს რწმენამ დააყენა იგი ფეხზე ყველა თქვენგანის თვალწინ.

1 კორინთელთა 6:11
ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

ეფესელთა 5:20
მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

კოლოსელთა 3:17
რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.

2 ტიმოთეს 2:19
ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: „იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.

საქმეები 4:29-30
ახლა კი, უფალო, შეხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, რომ მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა, როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის, იესოს სახელით”.

1 კორინთელთა 5:3-4
თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა. და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,

1 კორინთელთა 1:10
მაგრამ შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ ერთი გონებით და ერთი აზრით.

საქმეები 16:16-18
ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო. ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.

2 თესალონიკელთა 3:6
ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ.