იესო ქრისტეს შემეცნება ბიბლიის მუხლები

მათეს 11:27
ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.

იოანეს 1:1-2
დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

იოანეს 8:19
მაშინ ჰკითხეს მას: „სად არის მამაშენი?“ მიუგო მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ“.

იოანეს 17:26
მე განვუცხადე მათ შენი სახელი და კვლავაც განვუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში“.

კოლასელთა 1:15-20
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში. ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.

ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

იოანეს 4:42
იმ დედაკაცს კი უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი“.

მათეს 9:4-8
იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: „რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში? რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს – მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!“ ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.

მარკოზის 2:8-12
იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: „რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში? რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „ასეთი რამ არასოდეს გვინახავს“.

ლუკას 5:22-26
იცოდა რა იესომ მათი ზრახვები, ჰკითხა: „რაზე მსჯელობთ თქვენს გულებში? რისი თქმა უფრო ადვილია: მოგეტევა შენი ცოდვები თუ ადექ და გაიარე? მაგრამ, რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე – უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და შინ წადი“. მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, თავის სახლში წავიდა და ადიდებდა ღმერთს. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და შეშინებულები ამბობდნენ: „საოცრება ვიხილეთო დღეს“.

იოანეს 10:38
და თუ ვაკეთებ და ჩემი არ გწამთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ“.

იოანეს 14:11
მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.

იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

1 კორინთელთა 12:3
ამიტომ გეუბნებით, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: „შეჩვენებულია იესო“; და არავის შეუძლია თქვას: „უფალია იესო“ – თუ არა სულიწმიდით.

1 იოანეს 5:6-9
ეს არის იესო ქრისტე, რომელიც წყლითა და სისხლით მოვიდა; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და სული მოწმობს, ვინაიდან სულია ჭეშმარიტება. რადგან სამნი მოწმობენ ცაში – მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი, და ეს სამი ერთშია. თუ კაცთა მოწმობას ვღებულობთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, ვინაიდან ეს არის ღმერთის მოწმობა, რომელიც დაამოწმა თავის ძეზე.

იოანეს 10:14-15
მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.

იოანეს 15:15
მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.

ფილიპელთა 3:10
რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,

2 პეტრეს 3:18
პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!

2 პეტრეს 1:5-8
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას – შემეცნება, შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული. ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში.

2 კორინთელთა 5:19-20
იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა. ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.

ეფესელთა 2:16
და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.

რომაელთა 5:1-2
მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,   რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

ეფესელთა 2:18
ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.

იოანეს 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს„.

ეფესელთა 1:17-18
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,   და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;

იოანეს 17:3
ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.

იოანეს 10:27-28
ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.   მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან.

1 იოანეს 5:13
ეს მოგწერეთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ.

იოანეს 17:21
რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე.

იოანეს 16:2-3
სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან. ასე მოგექცევიან, რადგან ვერც მამა იცნეს, ვერც მე.

იოანეს 17:14
მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა.

მათეს 7:21-23
ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს. ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.

Advertisements