იესო ქრისტეს სიყვარული ბიბლიის მუხლები

იოანეს 11:5
იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე.

2 კორინთელთა 5:14
რადგან ქრისტეს სიყვარულით ვართ გარემოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.

იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

იოანეს 15:13
იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.

გამოცხადება 1:5
და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;

გამოცხადება 3:19
ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.

იოანეს 13:12
მათთვის ფეხების ბანას რომ მორჩა, აიღო თავისი სამოსელი, კვლავ დაჯდა და უთხრა მათ: ,,იცით, რა გაგიკეთეთ?

ეფესელთა 3:19
და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.

1 იოანე 3:16
იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.

იოანეს 3:16
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

2 კორინთელთა 8:9
ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.

ლუკას 19:10
ვინაიდან ძე კაცისა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა”.

ლუკა 23:34
თქვა იესომ: ,,მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

გალატელთა 2:20
ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.

ებრაელთა 7:25
ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.

ებრაელთა 9:24
ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე.

მათეს 23:37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.

მათეს 9:36
ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.

მათეს 14:14
გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.

მათეს 15:32
მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: ,,მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”.

ლუკას 7:13
ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: ,,ნუ სტირი”.

მათეს 8:17
რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი”.

იოანეს 10:11
მე ვარ მწყემსი კეთილი. კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის.

 

Advertisements