იესო ქრისტეს ყოვლისმცოდნეობა ბიბლიის მუხლები

იოანეს 1:48
ჰკითხა ნათანაელმა: ,,საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: ,,ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.

იოანეს 13:11
რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.

იოანეს 16:30
ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და მანამდე იცი, სანამ გკითხავენ რამეს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი”.

იოანეს 21:17
ეუბნება მას მესამედ: ,,სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: ,,უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: ,,აძოვე ჩემი ცხვრები.

მათეს 11:27
ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.

მათეს 22:18
იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: ,,რატომ მცდით, თვალთმაქცნო?

მათეს 12:25
იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: ,,ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.

ლუკას 6:8
მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: ,,ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.

გამოცხადება 2:23
სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.

Advertisements