იესო ქრისტეს განსაცდელი ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.  ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

2 კორინთელთა 5:21
ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს”.

1 პეტრე 1:19
არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

მარკოზის 1:12
და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.

1 იოანე 3:5
ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.

მარკოზის 1:13
ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.

ლუკას 4:1-13
დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.  ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.  უთხრა მას ეშმაკმა: ,,თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს”.  მიუგო მას იესომ: ,,დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღმერთის ნათქვამი ყოველი სიტყვით”.  აიყვანა იგი მაღალ მთაზე და ერთ წამში უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო.  უთხრა მას ეშმაკმა: ,,შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.  თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!”  მიუგო იესომ პასუხად: ,,დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.  წაიყვანა იგი იერუსალიმში, ტაძრის ფრთაზე დააყენა და უთხრა: ,,თუ ღმერთის ძე ხარ, აქედან ძირს გადაიგდე თავი,  რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,  და ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა”.  მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”. როცა ყველა გამოცდა დაასრულა, დრომდე გაშორდა მას ეშმაკი.

მათეს 16:21-23
ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.  პეტრემ გაიხმო იგი, უკრძალავდა და ეუბნებოდა: ,,შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურც შეგემთხვევა ასეთი რამ!”  ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: ,,გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.

მარკოზის 8:31-33
დაუწყო სწავლება, რომ ძე კაცისას მრავალი ტანჯვის ატანა მოუწევდა; რომ მას უარყოფენ უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება. ცხადად ამბობდა ამას. პეტრემ გვერდზე გაიხმო და კიცხავდა. ის მობრუნდა, მოწაფეებს გადახედა, პეტრეს გაუწყრა და უთხრა: ,,გამშორდი, სატანავ! ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას”.

მათეს 26:36-44
მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: ,,აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.  მაშინ უთხრა მათ: “სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.  ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: ,,მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.  მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: ,,ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?  იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური”.  მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: ,,მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.  კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.  მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.

მარკოზის 14:32-42
და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც გეთსემანია ჰქვია; უთხრა თავის მოწაფეებს: ,,აქ დასხედით, ვიდრე ვილოცებდე”.  თან გაიყოლა პეტრე, იაკობი და იოანე და იწყო წუხილი და ურვა.  უთხრა: ,,სიკვდილამდეა დამწუხრებული ჩემი სული. აქ იყავით და იფხიზლეთ”. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ კი შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.  თქვა: ,,აბბა, მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ”.  მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: ,,სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთ საათს გეფხიზლა?  იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.  კვლავ წავიდა და იმავე სიტყვებით ლოცულობდა.  მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.  მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: ,,ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა! მოვიდა ჟამი. აჰა, ცოდვილთა ხელს გადაეცემა ძე კაცისა.  ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.

ლუკას 22:40-46
ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: ,,ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”. თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა. ამბობდა: ,,მამაო! თუ გნებავს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი”.  ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.  ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა.  ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და მწუხარებისგან ჩაძინებულები ნახა ისინი.  უთხრა: ,,რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.

მათეს 27:39-44
გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.  ამბობდნენ: ,,ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან”. მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ: ,,სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.  ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”.  მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.

მარკოზის 15:31-32
მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებთან ერთად; ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ,,სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. ქრისტე, ისრაელის მეფე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ!” მათთან ერთად ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.

ლუკას 23:36-37
ჯარისკაცებიც დასცინოდნენ, მიდიოდნენ და ძმარს სთავაზობდნენ;  და ეუბნებოდნენ: ,,თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი”.

ლუკას 23:39
ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას: ,,განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც”.

ლუკას 11:16
ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.

მათეს 12:38-39
მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: ,,მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.  მან კი უპასუხა: ,,ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.

ლუკას 11:29
ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: ,,ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.

იოანეს 2:18
მიუგეს იუდევლებმა და უთხრეს მას: ,,რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?”

იოანეს 6:30
ამაზე უთხრეს: ,,რა ნიშანს გვაჩვენებ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?

ებრაელთა 2:18
რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.

Advertisements