იესო, როგორც ჩვენი მასწავლებელი ბიბლიის მუხლები

მათეს 4:23
დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.

მათეს 5:2
და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

მათეს 7:28-29
და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი – და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.  როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.

მარკოზის 6:34
გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.

ლუკას 4:15
ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებული იყო ყველას მიერ.

ლუკას 5:3
ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა, ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.

იოანეს 3:2
იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: ,,რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.

იოანეს 7:14
დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.

იოანეს 8:2
დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.

მათეს 13:37
მან პასუხად მიუგო: „კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.

მათეს 24:33
ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.

მარკოზის 4:34
იგავების გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.

ლუკას 8:11
ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.

ლუკას 24:27
მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს.

მარკოზის 4:2
ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა თავის მოძღვრებაში:

იოანეს 7:16
იესომ უთხრა მათ: ,,ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.

2 იაონე 1:9
ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.

Advertisements