იესო, როგორც დავითის ძე ბიბლიის მუხლები

მათეს 1:1
წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაჰამის ძისა.

მათეს 12:23
მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: ,,ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”

მათეს 15:22
და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: ,,შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”.

მათეს 21:9
ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: ,,ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”

მარკოზის 10:48
ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს:,,დავითის ძეო, შემიწყალე!”

მარკოზის 12:35
იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?

იოანეს 7:42
განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”

რომაელთა 1:3
თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,

2 ტიმოთე 2:8
გახსოვდეს იესო ქრისტე დავითის თესლისგან, მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვით.

გამოცხადება 5:5
და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: „ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.

Advertisements