იესო, საყვარელი ძე ბიბლიის მუხლები

მათეს 12:18
,,აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.

მათეს 17:5
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: ,,ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”

მარკოზის 1:11
ხმა გაისმა ციდან: ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.

ეფესელთა 1:6
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,

კოლასელთა 1:13
რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში,

ებრაელთა 5:5
არც ქრისტეს განუდიდებია თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: ,,ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ”.

Advertisements