იესო, წინასწარმეტყველი ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 18:15
და წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ;

მეორე რჯული 18:18
გამოვუყვან მათ თავის ძმათაგან წინასწარმეტყველს შენს მსგავსად, ჩემს სიტყვას ჩავუდებ პირში და ყველაფერს გამოუცხადებს მათ, რასაც ვუბრძანებ.

საქმეები 3:22
ვინაიდან მოსემ თქვა: ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენივე ძმებიდან; გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.

საქმეები 7:37
ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ!

მათეს 21:11
ხალხი კი ამბობდა: ,,ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.

ლუკას 7:16
ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: ,,დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”.

იოანეს 4:19
დედაკაცმა უთხრა: ,,ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.

მათეს 21:46
შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

იოანეს 1:21
ჰკითხეს: ,,მაშ, ვინ? ელია ხარ?” მან თქვა: ,,არა ვარ”. ,,წინასწარმეტყველი ხარ?” უპასუხა: ,,არა”.

იოანეს 6:14
მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ,,ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში”.

იოანეს 7:40
ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: ,,ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.

იოანეს 9:17
კვლავ ჰკითხეს ბრმას: ,,შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: ,,წინასწარმეტყველია იგი”.

ლუკას 24:19
ჰკითხა მათ: ,,რა მოხდა?” ხოლო მათ უპასუხეს: ,,იესო ნაზარეველი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, საქმითა და სიტყვით ძლიერი ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,

მარკოზის 6:15
ერთნი ამბობდნენ: ელიააო; სხვები კი წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.

მარკოზის 8:28
მათ უთხრეს: ,,იოანე ნათლისმცემელიო, ზოგიც – ელიაო, ზოგი კი – ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანიო”.

ლუკას 9:8
ზოგიც – ელია გამოჩნდაო, სხვები – ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღმდგარაო.

ლუკას 9:19
მიუგეს: ,,ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო; ზოგი ელიად გთვლის, სხვები კი ამბობენ, ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიაო”.

იოანეს 1:25
მათ ჰკითხეს: ,,მაშ, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?”

იოანეს 7:52
უპასუხეს: ,,შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.

ლუკას 7:39
ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: ,,ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.

ლუკას 4:24
უთხრა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში.

მათეს 26:68
და ეუბნებოდნენ: ,,გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”

მარკოზის 14:65
ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს, თვალები აუხვიეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო. მსახურნი კი სახეში ურტყამდნენ.

ლუკას 22:64
თვალები აუხვიეს სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო?

Advertisements