იესოს ცემა ბიბლიის მუხლები

მათეს 20:19
გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.”

მარკოზის 10:34
შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.”

ლუკას 18:33
გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.”

მათეს 27:26
მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.

მარკოზის 15:15
პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.

იოანეს 19:1
მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.

მარკოზის 14:65
ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ.

იოანეს 19:3
მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.

ლუკას 22:63
ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას.

მათეს 27:30
და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში.

მარკოზის 15:19
ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს.

მათეს 26:67
მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ

ლუკას 22:64
თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა”?

იოანეს 18:23
მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რადა მცემ?”


მსგავსი თემები:

ქრისტეს აბუჩად აგდება       სიცილი       დაცინვა