იესოს შობა ბიბლიის მუხლები

მათეს 1:18-23
ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმიდის მიერ. ხოლო იოსებმა, მისმა ქმარმა, მართალმა კაცმა, არ ისურვა მისი გამხელა და განიზრახა მისი ფარულად გაშვება. და როდესაც ამას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვას, სულიწმიდისგან არის. შობს ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან.“ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს: „აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“

ლუკას 2:1-14
იმ დღეებში გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, აღეწერათ მთელი ქვეყანა. ეს აღწერა პირველი იყო და მოხდა ის სირიაში კვირინიუსის გამგებლობისას. და მიდიოდა ყველა აღსაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც ავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, რადგან იგი დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო. რათა აღწერილიყო თავის დანიშნულთან, მარიამთან, ერთად, რომელიც ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის ჟამი. და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და დააწვინა ბაგაში, რადგან სასტუმროში მათთვის ადგილი არ იყო. იმ მხარეში მწყემსები მინდვრად იყვნენ გასული და ღამის დარაჯად უდგნენ თავიანთ სამწყსოს. და, აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ თავზე და უფლის დიდება გამოუბრწყინდა მათ და შეეშინდათ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ეს გექნებათ ნიშნად: იპოვით ჩვილს, შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“ და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“

გალატელთა 4:4
ხოლო როცა მოვიდა ჟამის სისავსე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც ქალისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს

ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს.

ესაია 9:6
რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა! და მის მხრებზეა ძალაუფლება; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველმოქმედს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, მშვიდობის მეუფეს,

გამოცხადება 12:1-5
და გამოჩნდა ცაში დიადი ნიშანი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე. და მის ფეხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი 12 ვარსკვლავით. და იყო ფეხმძიმედ და ყვიროდა, და იტანჯებოდა მშობიარობის ტკივილებით. და გამოჩნდა სხვა ნიშანიც ცაში: აჰა, დიდი წითელი ურჩხული, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა. და მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. და დადგა ურჩხული ქალის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ნაშობი. და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა დამწყსოს ყველა ერი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ყრმა ღმერთთან და მის ტახტთან.

Advertisements