იესოს სხეული ბიბლიის მუხლები

მათეს 27:58-59
მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.  აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.

ლუკას 23:52
მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი.

მარკოზის 15:43
მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სამეფოს; გაბედულად შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.

იოანეს 19:38
ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.

იოანეს 19:33
იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,

ლუკას 24:3
შიგნით რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს სხეული.

ლუკას 24:23
ვერ იპოვეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და თქვეს, ანგელოზები ვიხილეთო, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.

მარკოზის 15:45
და როცა შეიტყო ასისთავისგან, ცხედარი იოსებს მისცა.

ლუკას 23:55
გალილეიდან გამოყოლილი დედაკაცებიც გაჰყვნენ და იხილეს სამარხი და ის, თუ როგორ დაასვენა მისი ცხედარი.

იოანეს 20:12
და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე – ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა.

Advertisements