იესოსგან სწავლა ბიბლიის მუხლები

მათეს 11:29
მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”.

იოანეს 13:15
მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.

ეფესელთა 4:20-21
ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,  რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი – ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,

ფილიპელთა 2:5
ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,

1 პეტრეს 2:21
ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;

1 იოანეს 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

მათეს 4:19
უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.

მათეს 4:20
მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.

მათეს 4:18
გალილეის ზღვის ნაპირს რომ მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი – პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ.

მათეს 16:24
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

Advertisements