იმედი მოხუცთათვის ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 91:14
სიბერეშიც გამოიღებენ წვნიანსა და ხასხასა ნაყოფს.

ფსალმუნები 70:9
ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, ნუ მიმატოვებ, როცა დაიშრიტება ძალა ჩემი.

ესაია 46:4
იგივე ვარ თქვენს სიბერემდეც და მევე გატარებთ თქვენს ჭაღარამდე; მე შეგქმენი და მე გატარებ; მე გიტვირთავ და მე გამოგიხსნი.

ზაქარია 8:4
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ დასხდებიან ხანშიშესული კაცები და ქალები იერუსალიმის მოედნებზე, დღეთა სიმრავლის გამო თითოეული თავისი ყავარჯნით ხელში.

დაბადება 21:2
დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.

დაბადება 21:7
თქვა: ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე.

დაბადება 24:36
და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.

დაბადება 37:3
ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.

იოველი 2:28
ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

საქმეები 2:17
იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.

Advertisements