იმედის არსი ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 9:10
თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.

1 ტიმოთეს 3:14
ამას გწერ და ვიმედოვნებ, რომ მალე მოვალ შენთან,

ლუკას 6:34
თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.

საქმეები 24:26
თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე თავისუფლების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებდა. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.

რომაელთა 15:24
ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.

1 კორინთელთა 9:15
თუმცა მე არც ამათგან გამომიყენებია რაიმე; და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქმნა ასე; ვინაიდან სიკვდილი მირჩევნია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას!

2 კორინთელთა 2:15
და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შევაგონებთ, ჩვენ კი გაცხადებულნი ვართ ღმერთისთვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც ვართ გაცხადებულნი;

ფილიპელთა 2:19
ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.

რუთი 1:12
გაბრუნდით, ჩემო ასულნო, წადით! დავბერდი, იმისთვის რომ ქმარი მყავდეს. კიდეც რომ ვიფიქრო, იმედიც რომ მქონდეს, ამაღამაც რომ შევიდე ქმართან და ვშვა ძენი,

იგავები 19:18
გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.

იერემია 23:16
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: “ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა.

1 ტიმოთეს 6:17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,

იობი 30:26
როცა სიკეთის იმედი მქონდა ბოროტი მოვიდა; ნათელს ველოდი და ბნელი მეწია.

იობი 19:10
ყოველი მხრიდან მამსხვრევს და უკვე მივდივარ; ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს.

ეზეკიელი 37:11
მითხრა: ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!

ლუკას 24:21
ჩვენ კი ვიმედოვნებდით, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. აგერ, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.

ზაქარია 9:5
იხილავს აშკელონი და შეშინდება, ღაზა და ყეკრონი დიდად შეძრწუნდება, რადგან გაწბილდება მისი იმედი; ღაზა დაკარგავს თავის მეფეს და აღარ დასახლდება აშკელონი.

1 თესალონიკელთა 4:13
არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.

იგავები 10:28
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.

საქმეები 16:19
დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.

ლუკა 20:20
უთვალთვალებდნენ და მსტოვრები მიუგზავნეს, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და გამგებლის მმართველობასა და ძალაუფლებაში გადაეცათ იგი.

Advertisements