ინვალიდები ბიბლიის მუხლები

საქმეები 3:2-8
და მოიყვანეს ერთი კაცი, დედის მუცლიდანვე ხეიბარი, ხელით სატარებელი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ მას ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. როდესაც დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. პეტრემ და იოანემ შეხედეს მას და პეტრემ უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“ და ის მიაცქერდა მათ მოლოდინით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, ადექი და გაიარე!“ მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა. უცბად გაუმაგრდა მას ფეხები და კოჭები, წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.

საქმეები 14:8-10
ერთი ვიღაც კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლისტრაში, დედის მუცლიდანვე ხეიბარი იყო და არასოდეს გაევლო. ის ისმენდა პავლეს საუბარს. როდესაც პავლემ მიაპყრო მას მზერა, დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა. უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფალი იესო ქრისტეს სახელით: დადექი ფეხზე გამართულად!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.

2 მეფეთა 4:4
და იონათანს, საულის ძეს, ერთი კოჭლი ძე ჰყავდა. ხუთი წლის იყო იგი, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან, და ხელში აიტაცა იგი ძიძამ და გაიქცა. როცა გარბოდა, ხელიდან გაუვარდა ბიჭი და დაკოჭლდა. სახელად მას მეფიბოშეთი ერქვა.

დაბადება 32:24-30
და უკან მობრუნებული იაკობი მარტო დარჩა. და ერკინებოდა მას ერთი კაცი განთიადამდე. და როცა დაინახა, რომ ვერ ერეოდა, შეეხო იგი მისი თეძოს სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ჭიდილისას. და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, უკვე თენდება.“ და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ!“ და უთხრა მან: „რა გქვია შენ?“ უპასუხა მან: „იაკობი.“ და უთხრა მას: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ერკინებოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“ და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.“ და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?“ და იქვე აკურთხა იგი. თქვა იაკობმა: „პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ და უწოდა იმ ადგილს ფენიელი.

ებრაელთა 11:21
რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა, როცა კვდებოდა, იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა.

ლუკას 7:19-23
იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა, რათა ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვაგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათაგან და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას მიმადლა მხედველობა. მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და გლახაკებს ეხარებათ. და ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში.“

მათეს 15:29-31
და წავიდა იესო იქიდან და მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფეხთით და მან განკურნა ისინი. ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლები დადიოდნენ და ბრმები ხედავდნენ. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

იოანეს 5:1-9
ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმში. იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის საბანელი, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება, და მას აქვს ხუთი სტოა. ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, რადგან უფლის ანგელოზი გადმოდიოდა დროდადრო და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც პირველი ჩადიოდა წყლის ამღვრევის შემდეგ, იკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. იყო იქ კაცი, რომელსაც 38 წელი გაეტარებინა სნეულებაში. იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხნის სნეულია და უთხრა: „გსურს, განიკურნო?“ მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“ ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი!“ და მაშინვე განიკურნა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.

საქმეები 4:9-10
თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტეს, ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით.

საქმეები 8:5-8
ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს. ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა ფილიპეს, უსმენდა მის სიტყვებს და ხედავდა ნიშნებს, რომელთაც ახდენდა იგი. უწმიდური სულები ბევრი შეპყრობილისაგან ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ, მრავალი დამბლადაცემული და ხეიბარი იკურნებოდა. და დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში.

ეზეკიელი 34:16
‘დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, მსუქანსა და მაგარს გავანადგურებ. მე დავმწყემსავ მათ სამართლიანად.

ლუკა 14:13-14
არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.”

ესაია 35:6
მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები.

ებრაელთა 12:12-13
აბა, გამართეთ დაშვებული ხელები და მოკვეთილი მუხლები. მოასწორეთ გზები თქვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.

Advertisements