ისრაელის დაცემა ბიბლიის მუხლები

ესაია 3:8
რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რაკი მათი სიტყვა და საქმე უფლის წინააღმდეგაა, უპატიებელი მისი დიდების თვალში.

გოდება იერემიასი 1:9
კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა და საარაკოდ დაეცა; არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოხედე, უფალო, ჩემს გასაჭირს, რადგან მუმბერაზობს მტერი ჩემზე.

ოსია 5:5
ისრაელის ამპარტავნება დამცირებულია მათ თვალში; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდეაც მათთან ერთად.

ოსია 4:5
წაიფორხილებ დღისით, და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს.

ამოსი 5:1-2
ისმინე ეს სიტყვა, ისრაელის სახლო; რადგან თქვენზე მინდა აღვამაღლო ეს გოდება: ისრაელის ქალწული დაეცა, ვეღარ დგება; მიწაზეა გართხმული, და არავინაა მისი წამომყენებელი.

ესაია 8:14
ის იქნება სიწმიდე და დაბრკოლების ქვა, ქვა, რომელსაც ფეხს წამოჰკრავს ისრაელიანთა ორივე სამეფო; მახე და ბადე იქნება ის იერუსალიმის მკვიდრთათვის.

რომაელთა 11:11
მაშ ვკითხულობ: იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.

რომაელთა 11:12
და თუ მათი დაცემა ქვეყნიერების სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა განძი, რამდენად მეტი იქნება მათი სავსება.

Advertisements