ისრაელის მისია ბიბლიის მუხლები

დაბადება 18:18
აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.

დაბადება 12:2-3
დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.

დაბადება 22:18
და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.

საქმეები 3:25
თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველებისა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაჰამს: შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი!

გალატელთა 3:8
წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი”.

გამოსვლა 19:5-6
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!”

აბაკუმი 2:14
რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.

ესაია 49:3
მითხრა, ჩემი მსახური ხარ შენ, ისრაელ, რომელშიც გავბრწყინდები!

ფსალმუნები 95:3
აუწყეთ ერებს მისი სიდიადე, ყოველ ხალხს მისი სასწაულები.

ფსალმუნები 56:9
განგადიდებ ხალხებში უფალო, გიგალობებ ერებში.

ფსალმუნები 95:10
უთხარით ერებს: უფალი მეფობს! დიახ, მტკიცედ არის დაფუძნებული სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს თანაბრად.

ფსალმუნები 104:1-2
მადლობდეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს მისი საქმეები. უმღერეთ მას, ხოტბა შეასხით, ილაპარაკეთ მის ყველა სასწაულზე.

ფსალმუნები 144:11-12
შენი სამეფოს დიდებასა და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ. რათა ამცნონ ადამის ძეთ შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის ბრწყინვალე სიდიადე.

ზაქარია 8:20-23
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ მოვლენ ხალხები და მცხოვრებნი მრავალი ქალაქისა; მივლენ მკვიდრნი ერთი ქალაქისა მეორესთან და იტყვიან: წავიდეთ, შევევედროთ უფალს და ვეძიოთო ცაბაოთ უფალი. მეც წავალო – იტყვიან სხვანი! და მოვლენ ხალხნი მრავალნი და ერნი ძლიერნი, რათა ეძიონ ცაბაოთ უფალი იერუსალიმში და ილოცონ მის წინაშე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.

ეზეკიელი 37:27-28
ჩემი სამყოფელი იქნება მათთან; მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან. მაშინ გაიგებენ ერები, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის განმწმედელი, როცა ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ”.

ესაია 2:2-4
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთა უფლის სახლისა, მთათა სათავეში განმტკიცდება, ბორცვებზე ამაღლდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დინებას. მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა”. ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.

ეზეკიელი 38:23
განვდიდდები, წმიდად გამოვჩნდები და გამოვცხადდები მრავალი ერის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი”.

იესო ნავეს ძე 4:24
რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.

დანიელი 2:44-47
იმ მეფეთა დღეებში დააფუძნებს ზეციური ღმერთი სამეფოს, რომელიც არ დაინგრევა უკუნისამდე; არც სხვა ხალხს გადაეცემა ეს სამეფო. ის შემუსრავს და დაანგრევს ყველა სამეფოს, თვითონ კი სამუდამოდ იდგება. შენი ნანახისამებრ, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა ქვა და დაამსხვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო, ამით დიადმა ღმერთმა აუწყა მეფეს, რა იქნება ამის შემდეგ. უტყუარია სიზმარი და სარწმუნოა მისი განმარტება”. მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი. მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: „ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

რომაელთა 15:16
რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.


მსგავსი თემები:

ისრაელი, როგორც რჩეული       ისრაელი, როგორც ღმერთის ძე       ისრაელი დიდ გასაჭირში
ისრაელი უდაბნოში       ისრაელის დაცემა       ისრაელის დატოვება       ისრაელის ტყვეობა