ისრაელისა და იუდას ყველა მეფე ბიბლიის მუხლები

2 მეფეთა 16:8
შენზევე მოაქცია უფალმა საულის სახლის მთელი სისხლი, ვის მაგივრადაც გამეფდი და აბესალომს, შენს ძეს მისცა მეფობა; აჰა, შენივე ბოროტების წილ მოგეზღო, რადგან სისხლისმღვრელი კაცი ხარ“.

3 მეფეთა 1:35
მერე ამოჰყევით, მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ტახტზე და იმეფოს ჩემ ნაცვლად; ის დავადგინე მე, ისრაელისა და იუდას მთავრად!”

3 მეფეთა 11:43
განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.

3 მეფეთა 14:31
მიიძინა რეხაბყამმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავის მამების გვერდით, დავითის ქალაქში. ნაყამა ყამონელი ერქვა დედამისს. მის მაგიერ აბიამი, მისი ძე გამეფდა.

3 მეფეთა 15:8
განისვენა აბიამმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე გამეფდა.

3 მეფეთა 15:24
განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით, დავითის, მამამისის ქალაქში. მისი ძე, იოშაფატი გამეფდა მის ნაცვლად.

3 მეფეთა 22:50
მიიძინა იოშაფატმა თავის მამებთან და მათთანვე დაიკრძალა მამამისის, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.

4 მეფეთა 8:24
მიიძინა იორამმა და დაიკრძალა დავითის ქალაქში თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა.

4 მეფეთა 12:21
მისმა მსახურებმა – იოზაქარ შიმყათის ძემ და იეჰუზაბად შომარის ძემ განგმირეს იგი. თავის მამებთან დაკრძალეს მეფე, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა.

4 მეფეთა 14:21
ადგა იუდას მთელი ხალხი და თექვსმეტი წლის აზარია გაამეფა მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად.

4 მეფეთა 15:7
განისვენა ყაზარიამ და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, იოთამი გამეფდა.

4 მეფეთა 15:38
განისვენა იოთამმა თავის მამებთან და მამამისის, დავითის ქალაქში დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე, ახაზი გამეფდა.

4 მეფეთა 16:20
განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიკრძალა მათთან დავითის ქალაქში; მის ნაცვლად ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.

4 მეფეთა 20:21
განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, მენაშე გამეფდა.

4 მეფეთა 21:18
განისვენა მენაშემ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი სახლის ბაღში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.

4 მეფეთა 21:24
მაგრამ დახოცა ქვეყნის ხალხმა ამონ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულნი და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა.

4 მეფეთა 23:30
ეტლით წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. აიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, ზეთი სცხეს და მამამისის ნაცვლად გაამეფეს.

იერემია 22:11
რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იუდას მეფის იოშიას ძეზე, რომელიც მამამისის, იოშიას ნაცვლად გამეფდა, რომელიც ამ ადგილიდან გავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდება!

4 მეფეთა 23:34
გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას ნაცვლად: სახელი შეუცვალა და დაარქვა იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა და იქ მოკვდა.

4 მეფეთა 24:6
განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი გამეფდა.

4 მეფეთა 24:17
მათანია, იეჰოიაქინის ბიძა გაამეფა ბაბილონის მეფემ მის ნაცვლად. სახელი შეუცვალა და ციდკიაჰუ დაარქვა.

იერემია 37:1
და ქონია იეჰოიაკიმის ძის ნაცვლად გამეფდა ციდკიაჰუ იოშიას ძე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას ქვეყანაში.

მათეს 2:22
ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.


მსგავსი თემები:

მეფეების გადასახლება

Advertisements