ისრები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 126:3-5
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.

იგავნი 26:18
როგორც თავის მომგიჟიანებელი, რომელიც ისვრის ნაპერწკლებს, ისრებს და სიკვდილს,

ფსალმუნები 119:3-4
რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი? იგია მეომრის წამახული ისარი, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.

იერემია 51:11
გალესეთ ისრები, შეავსეთ კაპარჭები! გამოაღვიძა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.

ზაქარია 9:14
უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ, და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი. ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.

ფსალმუნები 63:2-4
დამიფარე ვერაგთა საიდუმლო ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი – მწარე სიტყვა, რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.

მეორე რჯული 32:42
სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, ჩემი მახვილი ხორცს შეჭამს მოკლულთა და ტყვეთა სისხლითურთ, მტრის მთავართა თავებითურთ.

ფსალმუნები 7:13
მომაკვლინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.

ეზეკიელი 5:16
მათზე შიმშილის ულმობელი ისრების გაგზავნისას, რომლებიც დასაღუპავად იქნებიან, როდესაც გავგზავნი მათ თქვენს დასაღუპავად, და შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და დაგილეწავთ თქვენ პურის არგანს.

4 მეფეთა 9:24
და მოზიდა მშვილდი იეჰუმ, და ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. და ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა.

ფსალმუნები 44:5
შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.

ესაია 5:28
მათი ისრები დალესილია და მათი ყველა მშვილდი დაჭიმულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟის მსგავსია და მათი ბორბლები გრიგალივითაა.

დაბადება 27:3
და ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის რაიმე ნადირი

1 მეფეთა 20:20-22
სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, ვითომც მიზანში ვისვრი. და აჰა, ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს, არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები. და თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.

მეორე რჯული 32:23
თავზე დავატეხ მათ უბედურებას, მათზე გავხარჯავ ჩემს ისრებს.

იობი 6:4
რადგან ყოვლადძლიერის ისრები მე განმეწონენ და მათ შხამსა სვამს ჩემი სული, ღვთის საშინელებანი ამიმხედრდნენ.

ფსალმუნები 10:2
რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.

Advertisements