იუდეური სექტები ბიბლიის მუხლები

მათეს 3:7
დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?

მათეს 15:1
მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს:

მათეს 16:1
მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.

მათეს 19:3
მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: ,,თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”

ლუკას 7:30
ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღმერთის ნება მათ მიმართ და არ მოინათლნენ მისგან.

ლუკას 18:10
,,ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე – მებაჟე.

საქმეები 5:34
მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.

საქმეები 23:6
იცოდა პავლემ, რომ კრებულში ნაწილი სადუკეველები იყვნენ, ნაწილი კი ფარისევლები, და იყვირა სინედრიონში: ,,კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები”.

მათეს 16:6
იესომ უთხრა მათ: ,,გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”.

მათეს 22:23
იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

მათეს 22:34
ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.

საქმეები 4:1
ამას რომ ელაპარაკებოდნენ ხალხს, თავს მღვდლები, ტაძრის მცველთა მეთაური და სადუკეველნი წამოადგნენ.

საქმეები 5:17
აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.

საქმეები 23:8
რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ.

მათეს 22:16
ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: ,,მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.

მარკოზის 3:6
იქიდან გამოსულმა ფარისევლებმა მაშინვე მოითათბირეს ჰეროდიანელებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.

მარკოზის 12:13
ფარისევლები და ჰეროდიანელები მიუგზავნეს, რომ სიტყვაში დაეჭირათ.

Advertisements