იუდეველთა დევნა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 28:15
მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.

მეორე რჯული 28:25-26
დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში. და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი.

მეორე რჯული 28:33-34
და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული.  და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ.

მეორე რჯული 28:36-37
წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს. საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.

მეორე რჯული 28:43-45
ხიზანი, რომელიც შენთანაა, ამაღლდება და ამაღლდება შენზე, შენ კი დამცირდები და დამცირდები.  ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი – კუდი.  და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.

მეორე რჯული 28:48-55
ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.  შორიდან, დედამიწის კიდიდან მოიყვანს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ; არწივივით დაგეძგერება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ;  ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.  შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.  შეგავიწროებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომლებზეც დანდობილი ხარ მთელ შენს მიწაზე; შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელ შენს მიწაზე, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა,  და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.  ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,  რომ არავის დაუთმოს ხორცი თავისი შვილებისა, რომელსაც შეჭამს, რადგან აღარაფერი დარჩება მას ალყასა და გაჭირვებაში, რითაც შეგაჭირვებს მტერი ყოველ შენს კარიბჭეში.

მეორე რჯული 28:62-68
დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.  და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.  გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.  ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.  ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.  გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო. და კვლავ დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარასოდეს იხილავ-მეთქი! მიეყიდები იქ შენს მტრებს მონებად და მხევლებად, მყიდველი კი არ იქნება”.

ფსალმუნი 136:7-9
გაუხსენე უფალო, ედომის შვილებს იერუსალიმის დღე, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის საძირკვლამდე.  ბაბილონის ასულო, გამაპარტახებელო! კურთხეულ იქნება ის, ვინც სამაგიეროს მოგიზღავს. კურთხეულ იქნება ის, ვინც აიღებს და კლდეს მიანარცხებს შენს ჩვილებს.

დანიელი 3:8-21
ამ დროს მივიდა ზოგიერთი ქალდეველი და ბრალს სდებდა იუდაელთ. და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: ,,უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ!  მეფევ, შენი ბრძანების თანახმად ყოველი კაცი, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, პირქვე უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი.  ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში.  მაგრამ არიან იუდეველნი, შენ რომ განაწესე ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე – შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფევ, ეს კაცნი არ დაემორჩილნენ შენს ბრძანებას, არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც შენს მიერ აღმართულ კერპს სცემენ თაყვანს”.  მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა; და მოიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე.  მიუგო და უთხრა მათ ნაბუქოდონოსორმა: ,,შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მართალია, რომ არც ჩემს ღმერთებს ემსახურებით და არც ჩემ მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცემთ თაყვანს?  ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”  მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: ,,არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.  ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ,  მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”  მაშინ რისხვით აღივსო ნაბუქოდონოსორი; შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ბრძანა, ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ.  უბრძანა თავისი მხედრობის ძლიერ კაცებს, შეებოჭათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.  შებოჭეს ეს კაცები, რომლებიც ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა სამოსით იყვნენ შემოსილნი, და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს.

მათეს 27:23-25
ხოლო მან თქვა: ,,რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: “ჯვარცმულ იქნეს!”  როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: ,,უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.  და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: ,,ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.

ლუკას 21:20-24
ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს რომ დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრების დღე.  მაშინ, ვინც იუდეას იქნება, მთებში გაიხიზნოს; ვინც იერუსალიმში – გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად იქნება, ნუღარ დაბრუნდება უკან.  რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.  ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება იქნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.  მახვილის პირით დაეცემიან, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში და წარმართნი გათელავენ იერუსალიმს, სანამ არ დასრულდება წარმართთა დღეები.

ლუკას 23:28-31
მიუბრუნდა მათ იესო და უთხრა: ,,იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავსა და შვილებზე იტირეთ.  რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ!  მაშინ მთებს ეტყვიან: ზედ დაგვემხეთ! ხოლო მაღლობებს: დაგვფარეთ ჩვენ!  ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?”

 

Advertisements