ჯილდო ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 6:8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.

მათეს 6:4
რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.

მათეს 10:42
ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური”.

2 ნეშტთა 15:7
თქვენ კი გამაგრდით და ნუ დასუსტდება თქვენი ხელები, რადგან საზღაურს მიიღებთ თქვენი საქმისამებრ”.

იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.

1 კორინთელთა 3:11-14
რადგან არავის ძალუძს სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.   და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.   ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.

მათეს 6:1
„ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.

ფსალმუნები 61:12
შენია უფალო წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი საქმისამებრ.

1 კორინთელთა 3:12-15
და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.   ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.   ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.

გამოცხადება 22:12
„აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.

იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.

ებრაელთა 10:35
მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.

1 კორინთელთა 9:18
მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.

მათეს 10:41
ვინც წინასწარმეტყველის სახელით ღებულობს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართლის სახელით ღებულობს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.

მათეს 6:2
როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

რომაელთა 2:6
რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:

მათეს 5:12
იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

მათეს 16:27
რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.

მათეს 6:1
„ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.

მათეს 6:18
რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.

მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.

მათეს 5:46
რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

ესაია 40:10
აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.

იგავნი 25:22
ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.

დაბადება 15:1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!”

იგავნი 22:4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

რუთი 2:12
უფალმა მოგაგოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი”.

1 ტიმოთეს 5:18
ვინაიდან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს”; და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა”.

2 იოანეს 1:8
თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღწვოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ.

ლუკას 6:23
იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.

Advertisements