ჯოჯოხეთის აღწერა ბიბლიის მუხლები

ლუკას 16:23
და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.

გამოცხადება 14:10-11
ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე. მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.

მათეს 25:46
და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.

მათეს 25:41
მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

ესაია 33:14
შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, კანკალმა აიტანა მლიქვნელნი; „ჩვენგან რომელი დამკვიდრდება მჭამელ ცეცხლთან და ჩვენგან ვინ იცხოვრებს საუკუნო კოცონთან?“

მათეს 13:42
და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.

გამოცხადება 20:15
ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

გამოცხადება 14:10
ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.

მათეს 3:12
მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.