ჯოჯოხეთის მკვიდრნი ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 19:19-20
და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.

გამოცხადება 20:10
ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 20:13-14
მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.

მათეს 25:41
მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

მათეს 13:38-40
ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი. მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან. ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს.

მათეს 23:29-33
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს. და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. ბარემ ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო. იქედნეთა ნაშობო გველებო! გეენის მსჯავრს როგორ გაექცევით?

1 კორინთელთა 6:9-10
განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

ეფესელთა 5:5
რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.

2 თესალონიკელთა 2:9-12
მას, ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამიტომაც უგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა ყალბი იწამონ, რომ განკითხულ იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, მაგრამ მოიწონა უსამართლობა.

ებრაელთა 6:4-6
ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ, იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები, და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას და ლანძღავენ.

გამოცხადება 21:7-8
გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.

გამოცხადება 22:14-15
ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.

2 თესალონიკელთა 2:8
მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა მონაბერით და თავისი მოსვლის გამოცხადებით განაქარვებს

ლუკას 8:11-12
ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა. გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.

1 კორინთელთა 1:18-21
ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.

ებრაელთა 3:12-19
თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. ვიდრეღა ითქმის: „დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას”. ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვის ჩამდენებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაიყარა? ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.

1 იოანე 5:12
ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.

იუდა 1:5
მინდა შეგახსენოთ, თუმცა ეს ყველაფერი იცით, რომ უფალმა ჯერ იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი.

ლუკას 16:26
გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, ისე რომ, გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან მანდეთ გადმოვლენ თქვენსკენ და ვერც მანდედან აქეთ ჩვენსკენ.


მსგავსი თემები:

ღვთის სასუფეველში შესვლა