ჯვალო და ნაცარი ბიბლიის მუხლები

დაბადება 37:33-34
იცნო მან კვართი და თქვა: „ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!” და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.

2 მეფეთა 3:30-31
იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოკლეს აბნერი, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი, გაბაონთან ბრძოლაში. უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ ხალხს: „შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ აბნერი”. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.

იობი 16:14-16
ლეწვით მლეწავს და მლეწავს, მეომარივით მეკვეთება. ძაძა გადავიკერე კანზე და მიწის მტვერში ამოვიგანგლე რქა. სახე ალეწილი მაქვს ტირილისაგან და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე.

იობი 42:2-6
„ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება. ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს და არაფერი ესმის? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. მისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები, და მაცოდინე. ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ. ამიტომ თავს ვიდრეკ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.“

გოდება იერემიასი 2:10
მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის მოხუცნი, მტვერი წაიყარეს თავებზე, ძაძებით შეიმოსნენ; მიწისკენ ჩაქინდრეს თავები იერუსალიმის ქალწულებმა.

3 მეფეთა 21:23-29
იეზებელზეც ილაპარაკა უფალმა, თქვა: „ძაღლები შეჭამენ იეზებელს იზრეყელის გალავანთან. ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან”. ჯერ არავინ ყოფილა, რომ ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც იეზებელი, მისი ცოლი აქეზებდა. დიდი სიბილწე იყო, რომ გაჰყვა კერპების კვალს და მიბაძა ამორელთ, რომლებიც ისრაელის თვალწინ განდევნა უფალმა”. როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა. გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბიელს, უთხრა: „ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? იმის გამო, რომ ასე დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, არ დავათევ ბოროტებას მის სიცოცხლეში, მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ ბოროტებას მის სახლს”.

1 ნეშტთა 21:15-16
და წარგზავნა ღმერთმა ანგელოზი იერუსალიმში მის გასანადგურებლად. დაინახა უფალმა, როგორ ანადგურებდა და გადაიფიქრა ეს უბედურება. უთხრა უფალმა ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი”. ორნან იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი. აღაპყრო დავითმა თვალები და დაინახა დედამიწასა და ცას შორის მდგარი უფლის ანგელოზი, რომელსაც ხელში იერუსალიმზე გაწვდილი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. და პირქვე დაემხნენ ჯვალოთი შემოსილი დავითი და უხუცესნი.

ნეემია 9:1-2
იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი. გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს.

იონა 3:5-9
იწამეს ღმერთი ნინეველებმა, მარხვა გამოაცხადეს და დიდიდან პატარამდე ჯვალოთი შეიმოსნენ. ეუწყა ეს ამბავი ნინევეს მეფეს; ჩამოვიდა ტახტიდან, გაიხადა სამეფო სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და ნაცარში ჩაჯდა. ბრძანა და გამოაცხადა: „ნინევეში, მეფისა და მთავრების განკარგულებით, არც კაცმა და არც პირუტყვმა, არც ძროხამ და არც ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს! კაცმაც და პირუტყვმაც ჯვალო ატაროს და მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, რათა მოექცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და ძალადობისგან, რაშიც ხელი აქვს გარეული! ვინ იცის, იქნებ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს მგზნებარე რისხვა და აღარ დაგვღუპოს”.

ესაია 15:3
ქუჩებში ჯვალოთი შემოსილან, ყველა ქვითინებს ბანებსა და მოედნებზე, ცრემლებად იღვრებიან.

იერემია 49:3
იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე. იყვირეთ, რაბას ასულნო, ძაძები ჩაიცვით, დაიტირეთ და გალავანს მიაშურეთ, რადგან ტყვეობაში წავა მალქომი თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.

ლუკას 10:13
ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რაც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.

4 მეფეთა 19:1-2
გაიგონა ეს მეფე ხიზკიაჰუმ და ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა. გაგზავნა ელიაკიმი, სახლის ზედამხედველი, შებნა მწიგნობარი და ძაძებით შემოსილი უხუცესი მღვდლები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.

დანიელი 9:1-3
პირველ წელს, როცა დარიოს ქსერქსეს ძე, მოდგმით მიდიელი, ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა, მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისმიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს. პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში;

3 მეფეთა 20:31
უთხრეს მას მისმა მსახურებმა: „გვსმენია, რომ ისრაელის სახლის მეფენი მოწყალენი არიან. გთხოვთ, ნება მოგვცე, რომ ჯვალო შემოვიკრათ წელზე, საბელები დავიდოთ თავზე და გავალთ ისრაელის მეფესთან, ეგებ ვიხსნათ შენი სიცოცხლე”.

4 მეფეთა 6:28-30
ჰკითხა მეფემ: „რა შეგემთხვა?” მიუგო: „ერთმა ქალმა მითხრა: მოდი, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ კი ჩემიო. მოვხარშეთ ჩემი ძე და ვჭამეთ. მეორე დღეს ვუთხარი: ახლა შენი ძე შევჭამოთ-მეთქი, მან კი გადამალა თავისი ძე”. როცა მეფემ ქალის სიტყვები მოისმინა, სამოსელი შემოიხია, გალავანზე გავიდა და დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ სხეულზე.

ესაია 58:5
განა ასეთი მარხვა ავირჩიე, დღე კაცმა რომ თავი დაიტანჯოს, ლერწამივით თავი დახაროს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი დაიგოს? ამას უწოდებთ მარხვას და უფლის სათნო დღეს?