კაცისა და ქალის ურთიერთობა ბიბლიის მუხლები

დაბადება 1:27
შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

დაბადება 5:2
კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.

მათეს 19:4
ხოლო მან უთხრა პასუხად: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?

მარკოზის 10:6
მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

ეკლესიასტე 7:28
რასაც ეძიებდა ჩემი გული, მაგრამ ვერ ვპოვე; ათასი კაციდან ერთი ღირსეული ვპოვე, ქალებიდან კი _ ვერც ერთი.

1 კორინთელთა 11:3
ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარია და ქრისტეს თავი – ღმერთია.

1 კორინთელთა 11:3
ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი – მამაკაცისგან.

1 კორინთელთა 11:9
ასევე, მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცისთვის, არამედ დედაკაცი – მამაკაცისთვის.

1 კორინთელთა 11:11-12
თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.  ვინაიდან, ისევე როგორც დედაკაცია მამაკაცისგან, მამაკაციც დედაკაცის მეშვეობით იშვება; ხოლო ყოველივე ღვთისგან არის.

იგავნი 30:19
ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.

ლევიანნი 18:22
არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.

რომაელთა 1:27
ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.

Advertisements