კაცობრიობის ბედი ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,

ეკლესიასტე 7:2
გლოვის სახლში მისვლა სჯობს ლხინის სახლში მისვლას, რადგან ისაა ყოველი ადამიანის ბოლო. დაე, გულში დაიმარხონ ეს ცოცხლებმა!

ეკლესიასტე 2:14-16
რადგან ბრძენის თვალები მის გონებაშია, ბრიყვი კი სიბნელეში დადის; და მაინც – ერთი ხვედრი ეწევათ ორივეს. ვთქვი ჩემთვის: „მეც და ბრიყვსაც ერთი ხვედრი გვაქვს, მაშ, რაღად ვიყავ სხვაზე ბრძენი?” და ვთქვი ჩემს გულში, ესეც ამაოებაა, არც ბრძენი ეხსომებათ მარადიულად და არც – ბრიყვი. ყველაფერი დავიწყებულ იქნება მომავალ დღეებში. ბრძენიც ისევე კვდება, როგორც ბრიყვი!

ეკლესიასტე 3:19-22
ვინაიდან ხვედრი ადამის ძეთა და ხვედრი პირუტყვისა – ერთნაირია: როგორც ერთი კვდება, ისე – მეორეც; ერთი სუნთქვა აქვს ყველას, და არ აღემატება ადამიანი პირუტყვს, ამიტომ ამაოებაა ყოველივე. ყველა ერთ ადგილზე მიდის, ყოველივე მიწისაგან წარმოიშვა და მიწასვე უბრუნდება. ვინ უწყის – ადის კი მაღლა ადამიანის ძეთა სული? ჩადის კი დაბლა მიწაში პირუტყვის სული? და მივხვდი, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, ესაა მისი წილი, ვინაიდან – ვინ ამოიყვანს მას იმის სანახავად, თუ რა იქნება მას შემდეგ?

ეკლესიასტე 9:2-6
ერთი და იგივე მოსდის ყველას: ერთი ხვედრი აქვს მართალსა და ბოროტს, კეთილს, სპეტაკსა და მანკიერს, მსხვერპლთშემწირავს და იმას, ვინც მსხვერპლს არ სწირავს, როგორც პატიოსანს, ისე – ცოდვილს, დამფიცებელსა და ფიცის მოშიშარს. აი რა სიავეა იმ ყველაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება, ვინაიდან ერთი ხვედრი აქვს ყველას. ადამიანის ძეთა გული სავსეა ბოროტებით და სისულელით მათ სიცოცხლეში, შემდეგ კი კვდებიან. ვიდრე ცოცხალია კაცი, აქვს იმედი, ვინაიდან ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს ჯობია. რამეთუ იციან ცოცხლებმა, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი აღარაფერი იციან და არც არა გასამრჯელო აქვთ, ვინაიდან დავიწყებულია მათი სახსენებელი. მათი სიყვარულიც, სიძულვილიც და შურიც უკვე გაქრა და საუკუნოდ აღარა აქვთ წილი არაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება.

Advertisements