კაკუნი ბიბლიის მუხლები

ლუკას 11:9-10
მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება

ლუკას 12:36
იმ ადამიანთა მსგავსად, თავიანთი ბატონის დაბრუნებას რომ ელიან ქორწილიდან, რათა როგორც კი დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ.

ლუკას 13:25-27
როცა სახლის პატრონი წამოდგება და კარს დაკეტავს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე! მაგრამ ის პასუხად მოგიგებთ: არ გიცნობთ, საიდან ხართ. მაშინ ეტყვით: შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი. მაგრამ ის მოგიგებთ: გეუბნებით, არ გიცნობთ, საიდან ხართ. გამშორდით, ყოველნო მოქმედნო უსამართლობისა!

საქმეები 12:13-16
პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა. როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო. უთხრეს: „ჭკუიდან გადახვედი?“ ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: „ეს მისი ანგელოზი იქნება“. პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ

გამოცხადება 3:20
აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

მსაჯული 19:22
როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, გარს შემოერტყნენ ქალაქის გარყვნილი კაცები იმ სახლს, აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ მოხუცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, უნდა შევიცნოთო.

მათეს 7:7
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.

მათეს 7:8
ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს – ღებულობს, ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც აკაკუნებს – გაეღება.

ლუკას 13:25
როცა სახლის პატრონი წამოდგება და კარს დაკეტავს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე! მაგრამ ის პასუხად მოგიგებთ: არ გიცნობთ, საიდან ხართ.

საქმეები 12:13
პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა.

საქმეები 12:16
პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.

Advertisements