კაპიტალიზმი ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 25:35-38
„‘თუ შენი ძმა გაღარიბდეს და დავრდომილი მოვიდეს შენთან, დაეხმარე მას, ხიზანია იგი თუ ახალმოსახლე, და იცხოვროს შენთან. არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი და გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცოცხლოს შენმა ძმამ შენთან. შენი ვერცხლი არ მისცე ვახშით და სარგებლით არ მისცე შენი პური. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ თქვენ ქვეყანა ქანაანისა და ვიყო თქვენს ღმერთად.

გამოცხადება 13:16-17
აიძულა ყველა – პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები – მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.

2 თესალონიკელთა 3:10
ვინაიდან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს,“

საქმეები 4:34-37
არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი მინდორი, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

ამოსი 8:4-7
ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა მშთანმთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო; რომ ამბობთ: „როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით, ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, პურის განაცხრილი კი გავყიდოთ?” დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, „თუკი ოდესმე დავივიწყო ერთი მათი ნამოქმედარიც კი.

ზაქარია 11:12
ვეტყვი მათ: „თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და, ნუ მომცემთ. და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.”

ლევიანნი 23:22
„‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისას, არ მოათაოთ სამკალი თქვენი ყანისა კიდემდე, და ჩაბნეული თქვენი ნამკალისა არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზანს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’”

რუთი 2:2-3
და უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: “წავალ მე ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიაც მადლს ვიპოვნი.” და უთხრა: „წადი, ჩემო ასულო!” წავიდა ის და მივიდა, და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ აღმოჩნდა იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.

დაბადება 1:28
და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს”.

გამოსვლა 22:25
თუ ვერცხლს ასესხებ ვინმეს ჩემი ხალხიდან, შენთან მყოფ ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ნუ დააკისრებ ვახშის გადახდას.

Advertisements