კარები ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 3:7-8
და ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის გასაღები, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს. მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.

მათეს 7:7-8
ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ. რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება.

იოანეს 10:7
კვლავ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვრებისა.

მათეს 24:32-34
ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს ისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.

მათეს 25:10-13
ხოლო როდესაც ისინი საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხურა. მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ ხოლო მან მიუგო და თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ!’ მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.

საქმეები 14:27
მივიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა, და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.

გამოცხადება 3:20
აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. და მექნება სერობა მასთან და მას ჩემთან.

ფსალმუნები 23:7
მაღლა ასწიეთ, კარიბჭენო, თქვენი თავები! და აიწიეთ, ბჭენო მარადნო! რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.

მათეს 6:6
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.

2 კორინთელთა 2:12
ტროაში მისვლისას ქრისტეს სახარებლად კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,

გამოსვლა 12:22-23
და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც თასშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს. არავინ გამოხვიდეთ სახლის კარიდან დილამდე. და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლზე და გვერდს ჩაუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრად.

ფსალმუნები 83:10
რადგან ერთი დღე შენს ეზოებში სჯობს სხვაგან ათასს; ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტთა კარვებში ბინადრობას.

ოსია 2:15
იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.

კოლოსელთა 4:3
ილოცეთ ასევე ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რათა ვაუწყოთ საიდუმლო ქრისტესი, რისთვისაც ვატარებ ბორკილებს,

იგავნი 8:34
ნეტარია კაცი, რომელიც მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და მელოდება ჩემს ზღურბლთან.

Advertisements