კარგი სამეგობრები ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:16
ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;

იგავნი 13:20
ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.

ფსალმუნები 118:63
თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.

იგავნი 2:20
შენ კი კეთილთა გზით იარე და მართალთა ბილიკებზე იფხიზლე,

1 კორინთელთა 5:11
არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.

ეფესელთა 5:5-9
რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში. არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით, რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;

2 თესალონიკელთა 3:14
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული გყავდეთ და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.


მსგავსი თემები:

ცუდი მეგობრები      მეგობრობა        მეგობრების არჩევა

Advertisements