კერპების ტარება ბიბლიის მუხლები

ესაია 45:20
შეიკრიბეთ და მოდით, ერთად მოდექით, წარმართთაგან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელსაც არ შეუძლია მათი ხსნა.

ესაია 46:7
გაიდებენ მხარზე, ატარებენ, და მის ადგილზევე დადგამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, უყვირიან და პასუხს არ აძლევს ის მათ, ვერ იხსნის მათ გასაჭირში

ესაია 46:1
ჩაიმუხლა ბელმა, მოიხარა ნებო. მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; თქვენს მიერ ნატარები ტვირთი ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.

ოსია 10:6
თავად მას კი აშურში იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.

იერემია 10:5
ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას გვანან ისინი და ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ.”

1 კორინთელთა 12:2
თქვენ უწყით, რომ როდესაც წარმართები იყავით, მიდიოდით უტყვ კერპებთან, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.

Advertisements