კეთილდღეობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 72:12
აჰა, ბოროტნი ამა ქვეყნისა, უზრუნველნი არიან და დოვლათს იხვეჭენ;

მარკოზის 10:24
მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: „შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!

ლუკას 18:25
რადგან აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.

მეორე რჯული 28:8
კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

იობი 21:7-13
რატომ ცოცხლობენ ბოროტეულნი, სიბერეს აღწევენ და ძლიერდებიან? უმზერენ თავისი შთამომავლობის დამკვიდრებას და თვალწინ ჰყავთ საკუთარი ნაშიერი; დაცულია მათი სახლები, შიშის გარეშეა და კვერთხი ღვთისა არაა მათზე; მისი ხარი ამაკებს და არ ააცდენს, მისი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს. ცხვარივით გაუშვებენ თავიანთ ბალღებს და კუნტრუშებენ მათი პატარები; დაფდაფზე და ქნარზე მღერიან და სალამურის ხმაზე მხიარულობენ; განცხრომაში ატარებენ თავიანთ დღეებს და მშვიდად ჩადიან საფლავში;

დაბადება 15:5
გაიყვანა გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა”. მერე უთხრა: „შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება”.

ფსალმუნები 126:5
ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.

იობი 5:11
მდაბლებს სიმაღლეზე დასხამს და მგლოვიარეებს ხსნაში აღაზევებს.

იგავნი 12:11
თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.

იგავნი 28:25
ამპარტავანი კაცი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებულს კი წარმატება ექნება.

1 კორინტელტა 16:2
ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, რათა მანდ რომ მოვალ, მაშინ არ გროვდებოდეს.

ეზეკიელი 16:13
ოქროთი და ვერცხლით მოირთე, სამოსლად ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი გქონდა; გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი; მეტად, მეტად გალამაზდი და სადედოფლო გახდი.

დანიელი 6:28
წარმატებული იყო დანიელი როგორც დარიოსის, ისე სპარსელი კიროსის მეფობისას.

3 მეფეთა 22:12
ყოველი წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებდა: „გაილაშქრე გილყადის რამოთზე, გაიმარჯვებ და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.

3 იოანეს 1:2
საყვარელო! ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და მიაღწიო ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებასაც შენი სულით მიაღწიე.

ესაია 53:10
უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.

ფსალმუნები 1:3
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ნეემია 1:11
ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.

ფსალმუნები 36:7
დაემორჩილე უფალს და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ განრისხდები თავის გზაზე წარმატებულ, ბოროტის განმზრახველ კაცზე.

იესო ნავეს ძე 1:8
და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.

იგავნი 28:13
ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

ფსალმუნები 34:27
იგალობოს და იმხიარულოს, ვისაც გამართლება სურს ჩემი, დაე, თქვან მარადჟამს: „დიდია უფალი, მისი მსახურისთვის მშვიდობის მსურველი!”

Advertisements