კეთილი და ბოროტი ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:21
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.

ესაია 5:20
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს – ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს – მწარედ.

დაბადება 2:17
ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

1 კორინთელთა 15:33
ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.

რომაელთა 2:6-7
რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს;

იგავნი 3:7
ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში, გეშინოდეს უფლის და უკუიქეც ბოროტებისაგან.

რომაელთა 5:3-5
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას, ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

ფსალმუნები 36:27
ერიდე ბოროტს და ქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ.

იგავნი 4:27
ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.

იაკობის 1:13-15
ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს. არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.

გალატელთა 5:16-17
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.

ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.

იგავნი 15:3
ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.

იგავნი 17:15
ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.

Advertisements