კეთილისა და ბოროტის შეცნობა ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:22
თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს“.

დაბადება 2:9
აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა.

დაბადება 3:5-6
მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით“.6და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.

2 მეფეთა 14:17
ფიქრობდა შენი მხევალი: ნუგეშად მექნება-მეთქი ჩემი ბატონი მეფის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივითაა იგი, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა; დაე უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან“.

2 მეფეთა 19:35
ოთხმოცი წლისა ვარ. განაღა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა გალობის მოსმენა? რატომ დავუმატო ტვირთი მეფეს, ჩემს ბატონს?

ეზეკიელი 28:2-7
„ძეო კაცისავ! ტვიროსის მთავარს უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთების საკრებულოში ვზივარ შუაგულ ზღვაშიო! შენ კი კაცი ხარ და არა ღმერთი და გულით ღმერთის გულს ეტოლები. აჰა, შენ ფიქრობ, რომ დანიელზე ბრძენი ხარ და არავითარი საიდუმლო არაა შენთვის დაფარული. შენი სიბრძნითა და გონიერებით დააგროვე ქონება და ოქრო-ვერცხლი შენს საგანძურებში. შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე, ამიტომ, აჰა, გამოვიყვან შენზე უცხოებს, ხალხთაგან უსასტიკესთ, იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.

დაბადება 2:17
ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები“.

ეზეკიელი 28:13-19
ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყველა ძვირფასი ქვა გემოსა, წითელი ლალი, ტოპაზი და ალმასი, ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი, საფირონი, ზურმუხტი და ბივრილი; ოსტატურად გესხდა ოქროს ბუდეებში; შენი შექმნის დღეს გამზადდა. მფარველ ქერუბად გცხე, ღვთის წმიდა მთაზე დაგადგინე; ცეცხლოვან ქვებს შორის დადიოდი. უმწიკვლო იყავ შენს გზაზე, შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგაჩნდებოდა. შენი ნავაჭრის სიმრავლემ ძალადობით აგივსო შინაგანი და შესცოდე; მოგაშორე ღმერთის მთას, როგორც შებილწული და გაგაძევე, მფარველო ქერუბო, ცეცხლოვანი ქვების შუაგულიდან. აღზევდა შენი გული შენი სილამაზით, გაიხრწნა ბრწყინვალება შენი სიბრძნისა; მიწაზე დაგანარცხე, სასეიროდ გაქციე მეფეთა წინაშე. შენი მრავალი ურჯულოებით, შენი უმართლო ნავაჭრით შებღალე შენი საწმიდარნი; ცეცხლი გამოვიღე მისი წიაღიდან, რომელმაც გშთანთქა და ფერფლად გაქცია, დედამიწაზე ყველა შენი მხილველის თვალწინ. ყველა, ვინც გიცნობს ხალხთაგან, შეძრწუნდება შენზე; საფრთხობელად იქეცი და სამუდამოდ გარდახდები“.

რომაელთა 1:28-32
და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ. აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.

ფსალმუნები 118:66
კეთილი განსჯა და გაგება მასწავლე, რადგან მჯერა შენი მცნებებისა.

იობი 28:28
უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომა – გონიერება!“

ფსალმუნები 33:11-14
მოდით შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ. ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა ბოროტებისგან და ბაგენი – მზაკვრული სიტყვებისგან. ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.

ფსალმუნები 110:10
უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.

რომაელთა 7:7
მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: „არ ისურვო!“

რომაელთა 2:14-15
რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან. რომლებიც წარმოაჩენენ, გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ,

იობი 27:6
ჩემს სიმართლეს ვეჭიდები და არ მოვეშვები, დღემდე არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს;

ეზეკიელი 36:31
გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმენი და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და სისაძაგლეების გამო.

იოანეს 3:20
რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.

საქმეები 24:16
ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.

რომაელთა 9:1
ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,

2 კორინთელთა 1:12
აი, რა არის ჩვენი სიქადული: ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით ვიქცეოდით წუთისოფელში. განსაკუთრებით თქვენთან, არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღვთის მადლით.

1 ტიმოთეს 1:5
ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული,

1 პეტრეს 3:15-16
წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ. კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.

1 ნეშტთა 21:6-7
ლევიანები და ბენიამინი არ აღურიცხავს, რადგან სისაძაგლედ მიიჩნია იოაბმა მეფის ბრძანება. ბოროტი იყო ეს საქმე ღმერთის თვალში და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.

ფსალმუნები 36:27
მოერიდე ბოროტს, სიკეთე აკეთე და სამუდამოდ დამკვიდრდები.

ამოსი 5:14-15
სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ, მაშინ ცაბაოთ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ. ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.

 

Advertisements