კეთრი ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 5:2
„უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.

მეორე რჯული 24:8-9
გაფრთხილდი, გულდასმით და იცავი კეთროვნების წყლულის მთელი რჯული, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები; როგორც მე ვუბრძანე მათ, ისე დაიცავით და აღასრულეთ.  გახსოვდეს, რა უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას.

4 მეფეთა 7:3
ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭესთან და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: “რატომ უნდა ვისხდეთ აქ სიკვდილის მოსვლამდე?

მათეს 8:4
უთხრა მას იესომ: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.

ლუკას 17:14
დაინახა და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.

4 მეფეთა 5:1
ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი.

მათეს 8:2-3
აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”.  გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: „მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.

მარკოზის 1:40-41
მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.  შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!”

ლუკას 17:12-15
ერთ სოფელში რომ შედიოდა ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორიახლოს გაჩერდნენ. ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!”  დაინახა და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.  ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს.

რიცხვნი 12:10-15
აშორდა ღრუბელი კარავს და აჰა, თოვლივით დაფარა კეთრმა მირიამი. შეხედა აჰარონმა მირიამს და, აჰა, კეთროვანია იგი.  უთხრა აჰარონმა მოსეს: „გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, რამეთუ შევცოდეთ ჩვენი უგუნურებით.  ნუ მიემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, ნახევრადშეჭმული რომ გამოდის დედის საშოდან”.  და შეჰღაღადა მოსემ უფალს: „ღმერთო, განკურნე, გევედრები!”  უთხრა უფალმა მოსეს: „სახეში რომ მიეფურთხებინა მამამისს მისთვის, შვიდი დღე ხომ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო? შვიდი დღე ჩაიკეტოს ბანაკის გარეთ და შემდეგ დაბრუნდეს”.  და დატუსაღდა მირიამი ბანაკის გარეთ შვიდი დღით; არ დაძრულა ხალხი მირიამის დაბრუნებამდე.

4 მეფეთა 5:27
დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.

ლუკას 4:27
კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმედილა, გარდა ნაყამან სირიელისა”.

ლევიანნი 13:44
მაშინ კეთროვანი კაცია ის, უწმიდურია იგი; უწმიდურად უნდა გამოაცხადოს მღვდელმა: წყლული აქვს თავზე.

2 მეფეთა 3:29
იოაბის თავს და მამამისის სახლს დაატყდეს! არ გამოილიოს იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ყავარჯენზე დაყრდნობილი, მახვილით განგმირული და უპურობით დამშეული!”

ლევიანნი 22:2-4
„უთხარი აჰარონსა და მის ძეებს, გაუფრთხილდნენ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს და არ შებღალონ ჩემი წმიდა სახელი იმით, რასაც მიძღვნიან. მე ვარ უფალი.  უთხარი მათ: თუ მთელი თქვენი შთამომავლობიდან, თაობიდან თაობამდე, ვინმე გაუწმიდურებული მიეახლება უფლისადმი ისრაელიანთა მიძღვნილ სიწმიდეებს, მოიკვეთება იგი ჩემგან. მე ვარ უფალი.  არცერთი კაცი აჰარონის შთამომავალთაგან, რომელიც კეთროვანია ან გამონადენი აქვს, არ ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. თუ შეეხება რაიმე უწმიდურს: მიცვალებულს, თესლდენის მქონეს,

ლუკას 17:12
ერთ სოფელში რომ შედიოდა ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორიახლოს გაჩერდნენ.

Advertisements