კიდობანი ტაძარში ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 3:3
ღვთის ლამპარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო და იწვა სამუელი უფლის ტაძარში, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.

1 ნეშტთა 28:2
ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა: „მისმინეთ, ძმანო ჩემო და ხალხო ჩემო! გულში მქონდა უფლის აღთქმის კიდობნისთვის სამუდამო სახლისა და ჩვენი ღვთის ფეხთათვის კვარცხლბეკის აშენება; აჰა, ყველაფერი გავამზადე მშენებლობის დასაწყებად.

3 მეფეთა 6:19
საწმიდარი ტაძრის შუაგულში, უფლის აღთქმის კიდობნის დასადგმელად გაამზადა.

3 მეფეთა 8:1
მაშინ შემოიკრიბა მეფე სოლომონმა ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის მეთაური და ისრაელიანთა მამის სახლთა მთავარნი იერუსალიმში, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი სიონიდან, დავითის ქალაქიდან.

3 მეფეთა 8:3
მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს კიდობანი მღვდლებმა.

1 ნეშტთა 22:19
ახლა თქვენი გული და სული განაწყვეთ უფლის, თქვენი ღმერთის საძიებლად. ადექით და ააშენეთ უფლის, თქვენი ღმერთის საწმიდარი, რათა უფლის სახელზე აშენებულ სახლში მიიტანოთ უფლის აღთქმის კიდობანი და წმიდა ჭურჭელი”.

3 მეფეთა 8:6
და მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე ტაძარში, წმიდათა წმიდა ადგილას ქერუბთა ფრთებქვეშ,

3 მეფეთა 8:7
ვინაიდან გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბებს კიდობანზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის ლატნებს.

3 მეფეთა 3:15
გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.

3 მეფეთა 8:21
იქ დავუდგინე ადგილი კიდობანს, რომელშიც ჩვენი მამებისადმი დადებული უფლის აღთქმაა, ეგვიპტიდან მათი გამოყვანისას რომ აღუთქვა!”

ფსალმუნები 131:8
აღსდექ უფალო და მიდი შენს სავანეში, შენ და შენი ძლიერების კიდობანი.

გამოცხადება 11:19
მაშინ გაიღო ღვთის ტაძარი, რომელიც ზეცაშია, და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში; და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა, და ძლიერი სეტყვა.

2 ნეშტთა 5:2-10
მაშინ შემოიკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის თავკაცი და ისრაელის მამისსახლთა მთავრები, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, იგივე სიონიდან.   შეიკრიბა მეფესთან ყველა ისრაელიანი სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.   მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს ლევიანებმა კიდობანი. გამოიტანეს კიდობანი და საკრებულო კარავი და მთელი წმიდა ჭურჭელი, რომელიც კარავში იყო. მღვდლები და ლევიანნი ეზიდებოდნენ.   მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის თემი, რომელიც მასთან შეიკრიბა, კიდობნის წინ სწირავდნენ ცხვრებსა და ხარებს, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.   მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე, სახლის შიდა ოთახში, წმიდათაწმიდაში, ქერუბთა ფრთებქვეშ.   ვინაიდან კიდობანზე ჰქონდათ ფრთები გაშლილი ქერუბებს და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის კეტებს.   გრძელი იყო კეტები და საწმიდრიდან ჩანდა მათი ბოლოები, დაბირის წინ, მაგრამ გარედან არ ჩანდა; დღემდე იქ არის ისინი. არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, რომლებიც მოსემ ჩააწყო ხორებთან, როცა აღთქმა დაუდო უფალმა ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.

2 ნეშტთა 6:11
დავდგი იქ კიდობანი, უფლის აღთქმასთან ერთად, რომელიც მან ისრაელის ძეებს დაუდო!”

2 ნეშტთა 35:3
უთხრა ლევიანებს, რომლებიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და წმიდად იდგნენ უფლის წინაშე: „დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონმა, დავითის ძემ, ისრაელის მეფემ რომ ააშენა, ნუღარ იტვირთებთ მხრებით; ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს და მის ხალხს – ისრაელს.

Advertisements