კმაყოფილება ბიბლიის მუხლები

მათეს 6:25-26
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?

მათს 6:31-33
ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’ რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ.

2 კორინთელთა 11:23-25
ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად ვარ შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად ვიყავი საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.24     ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.25     სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის დაღუპვა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი,

ფილიპელთა 4:12-13
ვიცი გაჭირვება და ვიცი სიუხვე, შეჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.

ებრაელთა 13:5
ვერცხლის უყვარულნი იყავით და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.“

ფსალმუნები 36:16
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.

ფილიპელთა 4:11
გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს.

იგავნი 15:13
მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის დარდისას სული შემუსრვილია.

1 ტიმოთეს 6:6-8
მაინც დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. რადგან არც არაფერი მოგვიტანია სოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას.

ლუკას 12:15
უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეში არ არის.“

2 კორინთელთა 12:10
ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.

ფსალმუნები 36:3-4
მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; მაშინ დამკვიდრდები ქვეყანაზე და იქნები უსაფრთხოდ. უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს.

1 ტიმოთეს 6:10-11
რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს. შენ კი, ღმერთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და თვინიერებას.

იგავნი 16:8
სჯობს სიმართლით მცირედი უსამართლობით მონახვეჭ მრავალს.

იგავნი 28:6
სჯობს თავის სიმართლეში მავალი ღარიბი მრუდე გზით მავალ მდიდარს.

ეკლესიასტე 5:10
ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით. ესეც ამაოებაა.

ლუკას 3:14
ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: “ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: “ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.”

Advertisements