კოცნა ბიბლიის მუხლები

დაბადება 29:13
როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.

დაბადება 27:26-27
უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო“. მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: „აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.

დაბადება 33:4
და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდა ორივე.

დაბადება 48:10
ბინდი გადაჰკროდა ისრაელს სიბერისაგან თვალებზე და ვერ ხედავდა. ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა, მან კი აკოცა და გულში ჩაიკრა.

დაბადება 29:11
აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა.

1 პეტრეს 5:14
მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ!

ლუკას 15:20
ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.

დაბადება 45:15
ეამბორა ყველა თავის ძმას და ტიროდა მათთან ერთად. ამის შემდეგღა ილაპარაკეს მასთან ძმებმა.

2 მეფეთა 14:33
როცა მივიდა იოაბი მეფესთან და უამბო, მოიხმო აბესალომი მეფემ. ასე მივიდა მეფესთან აბესალომი და მიწამდე მოიხარა მის წინაშე. და ეამბორა მეფე აბესალომს.

1 მეფეთა 10:1
აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, აკოცა და უთხრა: „აჰა, თავისი სამკვიდროს მთავრად გცხო უფალმა.

3 მეფეთა 19:18
მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის“.

იობი 31:27
და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა;

ლუკას 7:38
უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.

გამოსვლა 18:7
და გავიდა მოსე თავის სიმამრთან შესახვედრად, თაყვანისცა და ეამბორა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.

გამოსვლა 4:27
უთხრა უფალმა აჰარონს: „წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში“. ისიც წავიდა, შეხვდა მოსეს ღვთის მთასთან და აკოცა.

რომაელთა 16:16
მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ქრისტეს ყველა ეკლესია.

1 კორინთელთა 16:20
მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.

რუთი 1:14
კვლავ აღიმაღლეს ხმა და აქვითინდნენ. და ეამბორა ყორფა თავის დედამთილს გამოსამშვიდობებლად, რუთი კი არ მოეშვა.

დაბადება 31:28
ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.

დაბადება 50:1
დაემხო იოსები მამის პირსახეს, დასტიროდა და ჰკოცნიდა მას.

რუთი 1:9
უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე, თითოეულს თავისი ქმრის სახლში!“ და ეამბორა რძლებს. მათ კი ხმა აიმაღლეს და ტიროდნენ.

1 მეფეთა 20:41
როგორც კი წავიდა ყმაწვილი, ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის სცა თაყვანი, აკოცეს ერთმანეთს და ატირდნენ. დავითი უფრო მეტს ტიროდა.

3 მეფეთა 19:20
მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: „გამიშვი, ვაკოცებ ჩემს დედ-მამას და მერე გამოგყვები“. უთხრა ელიამ: „გაბრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?

საქმეები 20:37
მაშინ ატირდნენ ყველანი, ყელზე ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ პავლეს.

2 მეფეთა 19:39
და გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. აკოცა მეფემ ბარზილაის, აკურთხა და ისიც დაბრუნდა თავის ადგილზე.

2 მეფეთა 20:9-10
მოიკითხა იოაბმა ყამასა: „ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?“ და მარჯვენა ხელი წვერზე მოკიდა ყამასას, საამბორებლად. ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისგან, იოაბს რომ ეჭირა, ჩასცა იოაბმა მუცელში და ნაწლავები მიწაზე გადმოაყრევინა. მეორედ აღარ დაურტყამს იოაბს. მოკვდა ყამასა, იოაბი და მისი ძმა აბიშაი კი შება ბიქრის ძის კვალს მიჰყვნენ.

იგავნი 7:13
ჩაებღაუჭა, კოცნის და ურცხვად ეუბნება:

იგავნი 27:6
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.

მათეს 26:48-49
ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!“ მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა.

მარკოზის 14:44-45
გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: „ვისაც ვეამბორები, ის არის. შეიპყარით და ბადრაგით წაიყვანეთ“.45უმალვე მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა მას.

ლუკას 22:47-48
ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა ხალხი რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, რომელიც იუდად იწოდებოდა; და საამბოროდ მიუახლოვდა იესოს. უთხრა იესომ: „იუდა, ამბორით გასცემ ძე კაცისას?“

Advertisements