კომპრომისი ბიბლიის მუხლები

გალატელთა 1:6-7
მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ მისაგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით, სხვა სახარებაზე. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.

2 კორინთელთა 6:14-15
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა აქვს საერთო სამართლიანობას ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა აქვს საერთო ღმერთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი?

მათეს 6:24
არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.

იაკობის 4:4
მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება.

1 კორინთელთა 9:19-23
რადგან, ყველასაგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა. იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა მე თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა. ურჯულოთათვის გავხდი როგორც ურჯულო, თუმცა ღმერთის წინაშე არა ვარ ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა. უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მაინც მეხსნა როგორმე. და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.

საქმეები 15:28
მოიწონა სულიწმიდამ და ჩვენც, რომ ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.

რომაელთა 14:19-21
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღმერთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც დაბრკოლებით ჭამს. უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა დაბრკოლდება.

ებრაელთა 10:26
რადგან, თუ კიდევ ნებსით ვცოდავთ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის,

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

იესო ნავეს ძე 24:14-15
მაშ გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ მხოლოდ უფალს. და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფალს მოვემსახურებით.“

კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა,

2 იოანეს 1:7-11
რადგან ქვეყნიერებაზე მრავალი მაცდური შემოვიდა, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მიიღოთ სრული საზღაური. ყველას, ვინც განზე გადის და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ხოლო ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს ჰყავს მამაც და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით მას. რადგან ვინც მას ესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარე ხდება.

რომაელთა 1:25
მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

Advertisements