კონსულტაცია ბიბლიის მუხლები

იგავნი 13:10
მხოლოდ ამპარტავნობისაგან წარმოიშვება განხეთქილება, მრჩეველთ კი სიბრძნე აქვთ.

იგავნი 15:22
რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება.

იოანეს 16:13
როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.

ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.

იგავნი 18:13
ვინც პასუხს სცემს მოსმენამდე – ეს მისი სისულელეა და სირცხვილი.

რომაელთა 15:14
და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება.

იაკობის 1:19
ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.

იგავნი 20:5
კაცის გულის ზრახვები ღრმა მორევია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მათ.

იგავნი 12:18
ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენთა ენა კი კურნებაა.

2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.

1 კორინთელთა 3:1
ხოლო მე, ძმანო, არ შემეძლო თქვენთან ლაპარაკი, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.

ესაია 9:6
რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა.

გალატელთა 6:1
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.

კოლოსელთა 1:28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.

ფსალმუნები 15:7
ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.

ფსალმუნები 71:24
შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ.

იგავნი 11:14
ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.

იგავნი 12:15
ბრიყვს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას უსმენს.