კონტინენტები ბიბლიის მუხლები

დაბადება 1:9
და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.

დაბადება 10:25
და ყებერს შეეძინა ორი ძე: სახელი ერთისა ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა. და სახელი მისი ძმისა იოკტანი.

იობი 26:7
განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;

იობი 27:8-11
ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს მასზე არ გაუვლია. ადამიანი კაჟზე იწვდის ხელს, მთლიანად აყირავებს მთებს.  კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს სჭვრეტს მისი თვალი. მდინარეთა დინებას აკავებს, და დამალული სინათლეზე გამოაქვს.

იობი 38:4-18
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება,
ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?
რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?
როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად?
როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი?
და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’
ოდესმე თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი,
რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი ჩამოებერტყა მისგან?
იგი იცვლება, როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ისინი დგანან, როგორც სამოსელი.
და წაერთმევათ უკეთურთ ნათელი, შემართული მკლავი შეიმუსრება.
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე?
თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს?
თუ გამოგიკვლევია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?

ფსალმუნები 94:5
მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთიც მის ხელთა ქმნილებაა.

ფსალმუნები 103:5-9
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები; შენი რისხვისგან გარბიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. ადიან მთანი, ჩადიან ველები, იმ ადგილას, სადაც დაუდგინე. საზღვარი დაუდე – ვერ გადალახავენ, ვეღარ დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარად.

ფსალმუნები 23:2
რადგან ზღვებზე დააფუძნა და მდინარეებზე მოაწყო იგი.

Advertisements