კრემაცია ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:19
პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი!“

1 მეფეთა 31:12
და აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ. და შვიდ დღეს იმარხულეს.

1 კორინთელთა 13:3
მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, სიყვარული თუ არ მექნება, არაფერს მარგებს.

ამოსი 2:1
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ცეცხლში დაანაცრა ედომის მეფის ძვლები.

2 კორინთელთა 5:1-5
რადგან ვიცით, რომ როცა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაინგრევა, ღმერთისაგან გვაქვს შენობა, ხელთუქმნელი საუკუნო სახლი ცათა შინა. ამიტომაც ველტვით და ვნატრობთ ჩვენი ზეციური საცხოვრებლით შემოსვას, რათა შევიმოსოთ და შიშვლები არ აღმოვჩნდეთ. და ამ კარავში წუხილის ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ. სწორედ ამისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სულის საწინდარი.

იესო ნავეს ძე 7:25
და უთხრა იესომ: „რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხოს შენ უფალმა უბედურება!“ და დაუშინა მას მთელმა ისრაელმა ქვა; და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ქვით.

ლევიანნი 21:9
„‘თუ მღვდლის ასული წაიბილწავს თავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი.

ფილიპელთა 3:21
რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის შესაფერისად, ძალისხმევით, რაც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს.

4 მეფეთა 23:17-24
და თქვა: „ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ?” და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.” და თქვა: „მოასვენეთ, ნურვინ დასძრავს მის ძვლებს.” ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები. ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში. სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა. და უბრძანა მეფემ მთელს ერს: „მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია, რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.” მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში. ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკიაჰუ მღვდელმა.

Advertisements